1.პროექტის სახელი: ქალისა და მამაკაცის დამოკიდებულება.
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ, დაამუშავებენ, გააანალიზებენ და მოგვაწოდებენ ინფორმაციას ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ, დაწყებული ძველი საუკუნეებიდან დღემდე, რაშიც დაეხმარება, როგორც ისტორიული ასევე ლიტერატურული ნაწარმოებები.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ’ ’’ვეფხისტყაოსანს’’, და ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს, ისტორიულ წყაროებს, სადაც მოიძებნება რაიმე ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ყურადღებას გავამახვილებთ შემდეგ კითხვებზე:
1.ვინ არის პრივილეგირებული მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ’’შუშანიკის წამების ’’ მიხედვით?
2.საქართველოს ისტორიიდან რომელ საუკუნეს გამოვარჩევდით , როდესაც მთელმა ერმა მამაკაცზე ძლიერად გამოაცხადა ქალი?
3. რომელმა მეფემ გამოსცა კანონი, რომელიც უშუალოდ კრძალავდა ქალების დამცირებას მამაკაცების მხრიდან?
4.აღ წერეთ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა: მიჯნურობა, ქალის პატივისცემა მამაკაცის მიერ შოთა რუსთაველის ’’ ვეფხისტყაოსნის’’ მიხედვით?
5.როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობს შოთა აფორიზმში: ’’ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია?
6. იქონია თუ არა გავლენა ქეთევან წამებულის თავდადებამ ქრისტიანული საქ-ოს მომავალზე? (მოსწავლეებმა გაითვალისწინეს, რომ ბრძანება ქეთევან დედოფლის წამების შესახებ მამაკაცმა გასცა)
7. გავავლოთ პარალელი წინა საუკუნეებსა და დღევანდელობას შორის, ვისაუბროთ ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობაზე 21-ე საუკუნეში?
4. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი. მე-9 , მე-10 კლასი.
5.ვადები , ხანგრძლივობა: 1-2 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურის და ინფორმაციის მოძიება , სწავლების ვაზუალიზაცია, კითხვარების შედგენა, ფიქრი და აზროვნება.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შ ეიძლება შეიქმნას: პრეზენტაციები, დისკუსიები, მსჯელობა.
8.სარგებელი სხვებისათვის: პროექტის განხორციელების შედეგად ბავშვები უფრო მეტს შეიტყობენ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, დღევანდელი გადმოსახედიდან თუ რა ადგილი უნდა ეკავოს ქალსა და მამაკაც, რომ უნდა დაფასდეს თანასწორუფლებიანობა მათ შორის, გაიღრმავებენ როგორც ისტორიულ ისე ლიტერატურულ ცოდნას
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ-ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოძიება, დამუშავება დაგამოქვეყნება.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: სურვილის მიხედვით
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნანა ჩხეიძე.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: nchxeidze162@gmail.com
14პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი: - nchxeidze162blogspot.com/